როგორც ბოკერიას სახელობის ჰოსპიტალში აცხადებენ, მათთან მიყვანის დროს ახლად ნამშობიარები ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. მას ერთი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ, თუმცა ვერ გადაარჩინეს.
ბოლო დღე-ღამეში, საქართველოში კორონავირუსით 81 ადამიანი გარდაიცვალა, 3212 კი დაინფიცირდა. დღეს ქვეყანაში 46 786 ინფიცირებულია, რომელთაგან 380 ხელოვნური სუნთქვია აპარატზეა მიერთებული.
ჯანდაცვის სფეროს პეციალისტები ორსულებს კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებენ, რისი გაკეთებაც საქართველოში „ფაიზერის“ ვაქცინით არის შესაძლებელი.
ამ თემაზე:
ორსულებში „ფაიზერის“ ვაქცინა უსაფრთხოა, დროს ნუ დაკარგავთ – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე