დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გასულ 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3952 პაციენტი, ჩატარებული 36 390 ტესტის შედეგად კი ინფიცირების 3034 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 8.34%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 9.72%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 7 დღის – 8.98%-ს.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3034 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1202 შემთხვევა ფიქსირდება, რეგიონების მიხედვით კი შემდეგი მონაცემებია:
იმერეთი – 375
კახეთი – 289
აჭარა – 282
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 237
შიდა ქართლი – 213
ქვემო ქართლი – 188
გურია – 84
მცხეთა-მთიანეთი – 72
სამცხე-ჯავახეთი – 69
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23
ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი სულ 559 943 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან უკვე გამოჯანმრთელა 506 486 ინფიცირებული, ხოლო – 7649 გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 45 782 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 36 030 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 7210 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3120, აჭარაში – 911, იმერეთში – 1099. ამ ეტაპზე 1577 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში – 679, აჭარაში – 185, იმერეთში – 355. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 385 პირი, მათგან თბილისში – 230, აჭარაში – 43, იმერეთში – 35.
- 2542 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1222 – თბილისში, 801 – აჭარაში.
ბოლო დღეების კოვიდსტატისტკა ასეთია:
2 სექტემბერი – დაინფიცირდა 3212 ადამიანი, გარდაიცვალა 81
1 სექტემბერი – დაინფიცირდა 3886 ადამიანი, გარდაიცვალა 74
31 აგვისტო – დაინფიცირდა 4778 ადამიანი, გარდაიცვალა 79
30 აგვისტო – დაინფიცირდა 1915 ადამიანი, გარდაიცვალა 78
29 აგვისტო – დაინფიცირდა 2669 ადამიანი, გარდაიცვალა 76
28 აგვისტო – დაინფიცირდა 4247 ადამიანი, გარდაიცვალა 74
27 აგვისტო – დაინფიცირდა 4031 ადამიანი, გარდაიცვალა 73
26 აგვისტო – დაინფიცირდა 4128 ადამიანი, გარდაიცვალა 79
25 აგვისტო – დაინფიცირდა 5021 ადამიანი, გარდაიცვალა 58
24 აგვისტო – დაინფიცირდა 5924 ადამიანი, გარდაიცვალა 60