weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის სამოქალაქო საარჩევნო კომისია შეიქმნა

14:28 პარასკევი, 03 სექტემბერი 2021

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციამ“ და მოძრაობამ „სირცხვილია“ 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის „სამოქალაქო საარჩევნო კომისია“ შექმნეს.

როგორც „სირცხვილიას“ ერთ-ერთმა ლიდერმა, შოთა დიღმელაშვილმა განაცხადა, კომისიის მიზანია არჩევნები საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი საზოგადოების დაბალი ნდობა. ჩატარებული არჩევნები სასურველი სტანდარტებისგან ძალიან შორს იყო. ცესკოს მიერ დარღვევებზე არასათანადო რეაგირება ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გამომწვევ მთავარ ფაქტორად იქცა.

უკვე ერთი წელია, სახელმწიფო დაუსრულებელი კრიზისის ფონზე აგრძელებს ცხოვრებას და თვითმმართველობის არჩევნები ამ და სხვა გარემოებების გამო, აბსოლუტურად განსხვავებულ და მნიშვნელოვან დატვირთვას იძენს.

თვითმმართველობის არჩევნებისთვის ვაერთიანებთ ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოთ: წინასაარჩევნო და საარჩევნო დარღვევების მონიტორინგი, მათზე რეაგირება; არჩევნების შედეგების ალტერნატიული დათვლა და დროული გამოქვეყნება; არჩევნების შეფასება და შედეგების მიწოდება როგორც ადგილობრივი ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის“, – აღნიშნა დიღმელაშვილმა.

კომისიას ექნება ვებ-გვერდი [cec.org.ge], სადაც წინასაარჩევნო პერიოდში და კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ ინფორმაცია, ასევე საარჩევნო ოქმები აიტვირთება.

„საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის“ დირექტორმა, აკაკი ხუსკივაძემ განმარტა, რომ ვებ-გვერდზე შესვლა და ფოტო-ვიდეო მასალის ატვირთვა ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება, ხოლო კონკრეტულ ფაქტზე შეფასებას თუ დასკვნას ექსპერტები გააკეთებენ.

„საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია“ მიმდინარე წლის თბერვალში ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილმა თანამშრომლებმა აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძემ დააფუძნეს. 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს ისინი საარჩევნო საკითხებზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კონსულტანტები იყვნენ.

ხუსკივაძე და კობალაძე 2020 წლის ნოემბერში, ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თედორე გობეჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ დააკავეს. პროკურატურა მათ გობეჯიშვილის მიმართ იძულებას, მუქარასა და ქრთამის მიცემას ედავებოდა. დაკავებულები გირაოს სანაცვლოდ ერთ თვეში გაათავისუფლეს. ხუსკივაძე და კობალაძე ბრალს არ აღიარებდნენ და აცხადებდნენ, რომ „მთავარი არხის“ ეთერში არჩევნების გაყალბების „ქართული ოცნების“ მეთოდზე საუბრის გამო დააკავეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]