weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სასწრაფოს მანქანა, რომელსაც თელავიდან პაციენტი გადაჰყავდა, თბილისში ავარიაში მოჰყვა

10:08 ორშაბათი, 06 სექტემბერი 2021

თბილისში, მეტრო 300 არაგველთან, ჰონდას მარკის ჯიპთან შეჯახების შემდეგ სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ამოტრიალდა. მას თელავიდან ინგოროყვას კლინიკაში კოვიდინფიცირებული 77 წლის ქალი გადაჰყავდა.

როგორც კლინიკის წარმომადგენელმა, რეანიმატოლოგმა ანი დალაქიშვილმა განაცხადა, პაციენტმა გულ-მკერდის ტრავმა მიიღო.

„სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას თელავიდან გადმოჰყავდა კოვიდინფიცირებული პაციენტი, რა დროსაც მეტრო 300 არაგველთან მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. პაცინეტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, გულ-მკერდის ტრავმა აღენიშნება. უტარდება კვლევები“, – განაცხადა ანი დალაქიშვილმა.

მისივე თქმით, სასწრაფო დახმარების ექიმის, ექთნისა და მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]