7-დღიანი ტესტდადებითობის მაჩვენებელი 8.19%-ია, ხოლო 14-დღიანი – 9.15%.
დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1120 ახალი შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 415 შემთხვევა თბილისში დადასტურდა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მაჩვენებელია:
იმერეთი – 175
აჭარა – 147
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 94
კახეთი – 73
ქვემო ქართლი – 48
შიდა ქართლი – 46
მცხეთა-მთიანეთი – 40
სამცხე-ჯავახეთი – 35
გურია – 29
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 18
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსი სულ 565 957 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 519 673 (91%) უკვე გამოჯანმრთელდა. ვირუსს ჯამში 7867 ადამიანი (1.39%) ემსხვერპლა.
ამ ეტაპზე ქვეყანაში ინფიცირების 38 391 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 29 083 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 7016 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1572 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 687, აჭარაში - 179, იმერეთში - 340. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პირი, მათგან თბილისში - 241, აჭარაში - 47, იმერეთში - 35;
- 2292 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
გასულ კვირაში ასეთი კოვიდ სტატისტიკა ასეთია:
5 სექტემბერი – დაინფიცირდა 2210 ადამიანი, გარდაიცვალა 74
4 სექტემბერი – დაინფიცირდა 2684 ადამიანი, გარდაიცვალა 83
3 სექტემბერი – დაინფიცირდა 3034 ადამიანი, გარდაიცვალა 86
2 სექტემბერი – დაინფიცირდა 3212 ადამიანი, გარდაიცვალა 81
1 სექტემბერი – დაინფიცირდა 3886 ადამიანი, გარდაიცვალა 74
31 აგვისტო – დაინფიცირდა 4778 ადამიანი, გარდაიცვალა 79
30 აგვისტო – დაინფიცირდა 1915 ადამიანი, გარდაიცვალა 78