weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

შს მინისტრის მოადგილემ 5 ივლისის საქმეზე სახალხო დამცველის მოთხოვნას უპასუხა

16:52 ორშაბათი, 06 სექტემბერი 2021

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები იმისთვის, რომ 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით ზურაბ მახარაძესა და დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს ბრალი წარუდგინონ. სახალხო დამცველმა პროკურატურას პარასკევს მიმართა და აღნიშნული პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა.

ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით, იმისთვის, რომ პირის მიმართ ბრალის წაყენების შესაძლებლობა დადგეს და მისი პასუხისგება მოხდეს, საჭიროა არსებობდეს საკმარისი მტკიცებულებები.

„მე რამდენადაც გავეცანი სახალხო დამცველის განცხადებას, ის ეყრდნობა მხოლოდ საჯარო განცხადებებს და საჯარო ჩანაწერებს, სისხლის სამართლის მასალებზე მას წვდომა არ ჰქონია. შესაბამისად,

პროკურორმა უნდა გადაწყვიტოს, რომ თუკი არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ წაუყენოს პირს ბრალი, ბუნებრივია, მოხდება ბრალის წაყენება და შესაბამისი პროცედურების განხორციელება. როგორც ჩემთვის ცნობილია, საქმეში არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რომ პირების მიმართ ბრალის წაყენება მოხდეს.

გაუგებარია პოლიტიკურ ნიშანზე საუბარი მაშინ, როცა 31 ადამიანი არის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემული და 12 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეა აქტიურ გამოძიებაში, მათ შორის, იმ პირებზე, რომლებზეც საუბრობენ, რომ სახელმწიფო არის მათ მიმართ შემწყნარებელი, მათ სახლებში ჩატარდა ჩხრეკა, არაერთი ნივთი იქნა ამოღებული, დანიშნულია ექსპერტიზები და მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ალექსანდრე დარახველიძემ.

საქართველოს სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას მიაჩნია, რომ მედია საშუალებების მიერ გავრცელებული ვიდეომასალები და საჯაროდ ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აღწევს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რათა ზურაბ მახარაძისა და სპირიდონ ცქიფურიშვილის მიმართ დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა - ერთ შემთხვევაში ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხოლო მეორე შემთხვევაში ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების ფაქტებზე.

5 ივლისის ძალადობრივი მოვლენებიდან ორი თვე გავიდა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, ჯგუფური ძალადობის ფაქტზე დაზარალებულად იქნა ცნობილი 53 პირი და სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 27 პირის მიმართ, თუმცა, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის ბრალი არავისთვის წარუდგენიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]