weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბოლო კვირაა პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე ჩამოვიდა – გამყრელიძე

17:51 ორშაბათი, 06 სექტემბერი 2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო კვირაში პირბადის ტარების მაჩვენებელი გაუარესდა.

„პირბადის ტარების მაჩვენებელი 43%-ზე ჩამოვიდა, იმის მაგივრად, რომ 50-დან აგვეწია 80-90%-ზე. ხშირად ვამბობ, რომ მხოლოდ პირბადის ტარების მაჩვენებელს თუ ავიყვანთ 80-90%-მდე, დეკემბრამდე დავზოგავთ და გადავარჩენთ 200-250 ადამიანის სიცოცხლეს.

ისევე როგორც, 1000 ორჯერადად აცრილი ადამიანი ეს არის ერთი გადარჩენილი სიცოცხლე. თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა ამ ორი უმნიშვნელოვანესი იარაღის წინაშე როგორიც არის აცრები და პირბადის ტარება. გარდა ამისა, მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ ყოველგვარი დიდი თავყრილობისგან, განსაკუთრებით სუფრებისგან და რა თქმა უნდა, დისტანცია და სანიტარული წესრიგი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

მისივე თქმით, თუ მოქალაქეები აღნიშნულ რეკომენდაციებს დაიცავენ, მეხუთე ტალღა, თუ ასეთი დაიწყება, შედარებით სუსტი იქნება.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1120 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 61 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. მხოლოდ გასულ კვირაში კორონავირუსს 555 ადამიანი ემსხვერპლა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდის 38 391 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 7016 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 414 პაციენტი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]