მამა-შვილის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მათი ოჯახის წევრმა გუშინ გაავრცელა. მისი თქმით, ალპინისტები კავშირზე ბოლოს 28 აგვისტოს, შუადღეს გამოვიდნენ და მიწერეს, რომ კარგად იყვნენ.
სამძებრო სამუშაოებს უამინდობა ართულებს. 3 სექტემბერს სვანეთში, მწვერვალებზე თოვლი მოვიდა.