weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სავალდებულოობის პრინციპის შემოღების აუცილებლობას ვერ ვხედავთ – ტიკარაძე ვაქცინაციაზე

12:38 სამშაბათი, 07 სექტემბერი 2021

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს და ვაქცინაციის სავალდებულოობის შემოღების აუცილებლობა არ არსებობს.

„სამედიცინო ფეროში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაცია. სხვადასხვა ჯგუფის ვაქცინაცია მერყეობს 60-დან 80%-მდე და ამ ეტაპისთვის, სავალდებულოობის პრინციპის შემოღების აუცილებლობას სამინისტრო ვერ ხედავს. უკვე გაკეთებულია მილიონ 300 ათასზე მეტი ვაქცინა, რაც ძალიან კარგია. ჩვენ შემდეგ დღეებში უკვე გვეყოლება ნახევარი მილიონი ორჯერადად აცრილი მოქალაქე. სახელმწიფო მიჰყვება იმ დათქმულ გეგმას, რომელიც ჰქონდა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მისივე თქმით, არის „რეალური ალბათობა“ იმისა, რომ 4 ოქტომბერს სასწავლო პროცესი სასკოლო ოთახებში დაიწყება.

„დღევანდელი მაჩვენებელი, ინფექციის გავრცელების კოეფიციენტი RT უკვე ჩამოსცდა 0.08-ს, რაც იძლევა დადებითი პროგნოზის გაკეთების საშუალებას. ასევე, სხვადასხვა რეგიონში დადებითობის მაჩვენებელი უახლოვდება 4%-ს, რაც კარგი ნიშნულია. ეს ყველაფერი არის 7-დღიან ჭრილში. ჩვენ განვიხილავთ ამას საბჭოზე და დღეს, სავარაუდოდ, მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას სხვადასხვა რეგულაციის შემსუბუქების თუ შეცვლის თაობაზე“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 25 624 ტესტის შედეგად, კორონავირუსის 1965 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში 3996 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 50 კი გარდაიცვალა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.67%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 8.77%-ს, ხოლო ბოლო კვირის 7.63%-ს შეადგენს. დღეს ქვეყანაში ინფიცირების 36 310 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6766 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1559 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 405 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]