საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო არის შეჩერებული. არ მუშაობს როგორც მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსები, ისე საბაგირო გზები და თბილისის მეტრო.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 1965 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 50 ადამიანი კი გარდაიცვალა. ბოლო 14 დღის ტესტდადებითობის მაჩვენებელი 8.77%-ია. დღეს ქვეყანაში 36 310 კოვიდინფიცირებულია, რომელთაგან 6766 საავადმყოფოში მკურნალობს. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 405 პაციენტი.
მიმდინარე თვის კოვიდსტატისტიკა ასეთია:
7 სექტემბერი – დაინფიცირდა 1965 ადამიანი, გარდაიცვალა 50
6 სექტემბერი – დაინფიცირდა 1120 ადამიანი, გარდაიცვალა 61
5 სექტემბერი – დაინფიცირდა 2210 ადამიანი, გარდაიცვალა 74
4 სექტემბერი – დაინფიცირდა 2684 ადამიანი, გარდაიცვალა 83
3 სექტემბერი – დაინფიცირდა 3034 ადამიანი, გარდაიცვალა 86
2 სექტემბერი – დაინფიცირდა 3212 ადამიანი, გარდაიცვალა 81
1 სექტემბერი – დაინფიცირდა 3886 ადამიანი, გარდაიცვალა 74