7-დღიანი ტესტდადებითობის მაჩვენებელი 7.69%-ია, ხოლო 14 დღის მჩვენებელი – 8.69%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2571 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 918 შემთხვევა, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცმებია:
იმერეთი – 414
კახეთი – 242
აჭარა – 224
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 204
ქვემო ქართლი – 195
შიდა ქართლი – 172
გურია – 89
მცხეთა-მთიანეთი – 49
სამცხე-ჯავახეთი – 49
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15
ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი 570 493 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 527 337 გამოჯანმრთელდა, 7977 კი დაიღუპა. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 35 153 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 26561 ადამიანი მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 6520 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2808, აჭარაში - 732, იმერეთში - 1077. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1512 პირი, მათ შორის, თბილისში - 654, აჭარაში - 152, იმერეთში - 350. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 380 პირი, მათგან თბილისში - 226, აჭარაში - 34, იმერეთში - 29;
- 2072 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1032 - თბილისში, 631 - აჭარაში.
რაც შეეხება ვაქცინაციას, გუშინ, საქართველოს მასშტაბით, კორონავირუსის საწინააღმდეგო 27 011 აცრა ჩატარდა. 8 სექტემბრის მონაცემებით, სულ ჩატარებულია 1 366 678 აცრა. ერთი დოზით ვაქცინირებულია 856 956 ადამიანი (მოზრდილი მოსახლეობის 30.0%), ხოლო სრულად, ორივე დოზით – 509 722 (მოზრდილი მოსახლეობის 17.8%).