weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ილტოს ხეობაში დაახლოებით 200 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

18:25 ოთხშაბათი, 08 სექტემბერი 2021

ახმეტის მუნიციპალიტეტში, ილტოს ხეობაში დაახლოებით 200 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. როგორც კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიაშიაცხადებენ, ელექტროგადამცემ ხაზზე წუხელ ავარია მოხდა, დაზიანების ადგილი მიგნებულია და ამ მომენტისთვის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ელექტროენერგიის გარეშე არიან დარჩენილი სოფლების საბუის, ნადუქნარის, შახვეტილისა და ჭართალას მცხოვრებლები.

„წუხელ ღამიდან დენი არ გვაქვს ილტოს ხეობის სოფლებში. გუშინწინ და გუშინაც უმეტესად უდენოდ ვიყავით. კახეთის ენერგო-პრო, მოგვეცით დენიი“, – დაწერა სოციალურ ქსელში ჭართალაში მცხოვრებმა პოეტმა, მიხეილ ღანიშაშვილმა. ამ დროისთვის, ტელეფონით თუ ინტერნეტის საშუალებით მასთან დაკავშირება შეუძლებელია.

„ენერგო-პრო ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება დაახლეობით ორ საათში აღუდგებათ.

ძაბვის ცვალებადობა და ელექტროენერგიის მიწოდების ხშირი წყვეტა ახმეტის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემაა. გაუმართავი ინფრასტრუქტურის გამო, ამინდის მცირედი გაუარესებაც კი ელექტროენერგიის გათიშვას იწვევს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]