შესაწირი პირუტყვი აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელი, ცხვარი არანაკლებ 6 თვისა, ხოლო მსხვილფეხა რქოსანი საქონელი - სულ მცირე ორი წლის.
ყურბან - ბაირამობა მარხვის თვიდან, რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. ისლამის მიხედვით, მსხვერპლშეწირვის ტრადიცია აბრაამ შუამავლის შთამომავლებიდან მოდის.
ყურბან ბაირამის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოდან მექასა და მედინაში წმინდა მიწების მოსალოცად პილიგრიმები გაემგზავრნენ.
ეიდ ალ-ადჰა, იგივე ყურბან ბაირამი, მუსულმანური კალენდრის მთავარი დღესასწაულია, ეიდ ალ-ფითრთან ერთად, რომლითაც რამადანის დასასრული აღინიშნება. ყურბან-ბაირამის დღესასწაული სამ დღეს გრძელდება.