8 სექტემბრის მდგომარეობით, ტესტდადებითობის 7-დღიანი მაჩვენებელი 7.69%-ია, ხოლო 14-დღიანი – 8.48%. დღეს დადასტურებული 2455 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 890, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 342
აჭარა – 249
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 219
კახეთი – 211
ქვემო ქართლი – 170
შიდა ქართლი – 142
გურია – 92
მცხეთა-მთიანეთი – 67
სამცხე-ჯავახეთი – 50
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 23
ქვეყანაში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი 572 948 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 531 764 გამოჯანმრთელდა, 8035 კი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე, საქართველოში ინფიცირების 33 123 მიმდინარე შემთხვევაა, საიდანაც:
- 24 674 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 6417 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2743, აჭარაში – 721, იმერეთში – 1081. 1500 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 365 ადამიანი;
- 2032 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
მიმდინარე კვირის კოვიდსტატისტიკა ასეთია:
9 სექტემბერი – დაინფიცირდა 2455 ადამიანი, გარდაიცვალა 58
8 სექტემბერი – დაინფიცირდა 2571 ადამიანი, გარდაიცვალა 60
7 სექტემბერი – დაინფიცირდა 1965 ადამიანი, გარდაიცვალა 50
6 სექტემბერი – დაინფიცირდა 1120 ადამიანი, გარდაიცვალა 61