weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ბელარუსის ცესკო 2 ოქტომბრის არჩევნებს დააკვირდება

15:46 ხუთშაბათი, 09 სექტემბერი 2021
ფოტოზე - ბელარუსის ცესკოს თავმჯდომარე ლიდია ერმოშინა და ალექსანდრე ლუკაშენკო ფოტოზე - ბელარუსის ცესკოს თავმჯდომარე ლიდია ერმოშინა და ალექსანდრე ლუკაშენკო

2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ბელარუსის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიაც დააკვირდება. მას საქართველოში ორი წარმომადგენელი ეყოლება.

ბელარუსის საარჩევნო კომისიას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ამ არჩევნების ოფიციალური შედეგებით ალექსანდრე ლუკაშენკომ ამომრჩეველთა ხმების 80% მიიღო და მე-6 ვადით გახდა ქვეყნის პრეზიდენტი.

ბელარუსის ცესკო საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის და პარლამენტის 2016 წლის არჩევნებსაც აკვირდებოდა.

ამ დროისთვის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 25 საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია ჰყავს რეგისტირებული:

  • „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი“ (IFES)
  • „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება“ (ISHR)
  • „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში“
  • „თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო საბჭო“
  • „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI)
  • „იტალიის საელჩო თბილისში"
  • „მოლდოვას რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“
  • „ბელარუსის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო და სარეფერენდუმო კომისია“
  • „უნგრეთის ეროვნული საარჩევნო ოფისი“
  • „ლატვიის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“
  • „ხორვატიის რესპუბლიკის სახელმწიფო საარჩევნო კომისია“
  • „საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრი" (ICPS)
  • „უგანდის რესპუბლიკის საარჩევნო კომისია“
  • „უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისია“
  • „აზერბაიჯანის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“
  • „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულდემოკრატიული ინსტიტუტი“ (NDI)
  • „ლიეტუვას რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისია“
  • „რუმინეთის მუდმივი საარჩევნო ადმინისტრაცია“
  • „საერთაშორისო დემოკრატია“
  • „ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებების ოფისი“ (OSCE/ODIHR)
  • „არჩევნებზე დამკვირვებელ ორგანიზაციათა ევროპული ქსელი“ (ENEMO)
  • „მალდივის საარჩევნო კომისია“
  • „ბოსნია და ჰერცეგოვინას ცენტრალური საარჩევნო კომისია“
  • „ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში“
  • „იაპონიის საელჩო საქართველოში“

2 ოქტომბერს ამომრჩეველი 64 ქალაქის მერს და ამდენივე საკრებულოს ჯამში 2068 წევრს აირჩევს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]