weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა

16:26 ხუთშაბათი, 09 სექტემბერი 2021
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალთან პოლიციაა მობილიზებული. ფილიალში, სადაც ბანკის თანამშრომლები და მომხმარებლები იმყოფებიან, შეიარაღებული პირია შეჭრილი. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელს ხელყუმბარა ეჭირა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თავდასხმის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე პოლიციის თანამშრომლებმა, მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია. 

„ამჟამად ადგილზე მობილიზებული სამართალდამცველები ატარებენ ყველა საჭირო და გადაუდებელ ღონისძიებას, ასევე მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ბოლო წლის განმავლობაში ბანკებზე თავდასხმის რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა მოხდა. 2021 წლის აპრილში თბილისში, ავლაბარში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში 28 წლის შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და შვიდი ადამიანი მძევლად აიყვანა. ნიკოლოზ წურწუმია პოლიციამ მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

2021 წლის 29 იანვარს ქუთაისში, „ლიბერთი ბანკის“ შენობაში შეიარაღებული პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით მოლარე-ოპერატორებს ფული მოსთხოვა, თუმცა თანხის წაღება ვერ მოახერხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. შსს-ს ინფორმაციით, აღნიშნული პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

2020 წლის 27 ნოემბერს, დილის საათებში დიღმის მასივში „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს-ფილიალი დააყაჩაღეს. 20 ნოემბერს, თბილისში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში თავმდამსხმელი შეიჭრა, რომელიც წამლების ფასის შემცირებას, პენსიების მომატებას და საბანკო პროცენტების დაწევა ითხოვდა. პოლიციამ 31 წლის მამაკაცი დააკავა.

21 ოქტომბერს ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა, რომელმაც 500 ათასი დოლარი გამოსასყიდის სახით მიიღო და მიიმალა, ამ დრომდე არ არის დაკავებული.

25 ივნისს შეიარაღებული პირი ფონიჭალაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ სერვისცენტრს ყაჩაღურად თავს დაესხა და იარაღის მუქარით 18 168 ლარი გაიტაცა. პოლიციამ ბრალდებული დააკავა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]