weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყვარელში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია

19:36 ხუთშაბათი, 09 სექტემბერი 2021

ყვარელში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი დაკავებულია. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ქეთევან კოვზიაშვილმა განაცხადა.

„გიდასტურებთ, რამდენიმესაათიანი სპეცოპერაცია წარმატებით დასრულდა. შსს-ს თანამშრომლებმა დააკავეს, გაანეიტრალეს და დააკავეს პირი, რომელიც იყო ბანკში და რომელსაც მძევლები ჰყავდა აყვანილი. ყველა მძევალი არის თავისუფალი, მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება მიმდინარეობს სამი მუხლით, დანარჩენ დეტალებზე მოგვიანებით მოგახსენებთ“, – აღნიშნა ქეთევან კოვზიაშვილმა.

მისივე თქმით, დამატებით ინფორმაციას შსს მოგვიანებით გაავრცელებს.

ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალში შეიარაღებული მამაკაცი დღეს, 9 სექტემბერს, დაახლოებით 16:00 საათზე შეიჭრა. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მას ხელყუმბარა ეჭირა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, თავდამსხმელმა მძევლად 15-მდე ადამიანი აიყვანა. ის თანხას - ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდა. მძევლების რაოდენობის, თავდამსხმელთან მოლაპარაკებების და მოთხოვნილი თანხის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია არ გაუვრცელებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]