weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ყვარელში ბანკზე თავდამსხმელი 49 წლის შალვა მელიქიშვილია

23:51 ხუთშაბათი, 09 სექტემბერი 2021

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყვარელში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმის, ტერორისტული მიზნით მძევლად ხელში ჩაგდების და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული შალვა მელიქიშვილი დააკავა.

სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ყვარელში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღის მეორე ნახევარში შეიჭრა და დიდი ოდენობის თანხის დაუფლების მიზნით 13 პირი მძევლად აიყვანა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებსა და თავდამსხმელს შორის განხორციელებული მოლაპარაკებების შედეგად, შ.მ.-მ მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი ეტაპობრივად გაათავისუფლა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა ის ბრალდებულის სახით ადგილზე დააკავეს. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შალვა მელიქიშვილი 1972 წლის 11 დეკემბერს თელავშია დაბადებული. ის სასტუმრო-რესტორან „ძველი თელავში“ მზარეულად მუშაობდა. როგორც ბიზნესმენი შოთა დემინაშვილი ამბობს, მელიქიშვილი სამსახურიდან ორჯერ გაათავისუფლა ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების გამო.

„მადლობა ჩვენს თანამშრომლებს, ბანკის თანამშრომლებს, ოპერაცია მაქსიმალურად მაღალ დონეზე, უსისხლოდ ჩატარდა.

ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ბადრი ესებუას არდაკავებამ ეს დანაშაული წაახალისა“, - განუცხადა ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა.

გასული წლის 21 ოქტომბერს, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ შენობაში ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელყუმბარით შეიარაღებული, სამხედრო ფორმაში ჩაცმული მამაკაცი შეიჭრა და მძევლები აიყვანა. თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა, რომელმაც 500 ათასი დოლარი გამოსასყიდის სახით მიიღო და მიიმალა, ამ დრომდე არ არის დაკავებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]