weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გურჯაანს, ლაგოდეხსა და ყვარელს გაზის მიწოდება საღამოს აღუდგება

10:32 პარასკევი, 01 სექტემბერი 2017

გურჯაანის, ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების სოფლებს დღეს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის განმარტებით, გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი „რუსთავი-თელავი-ჟინვალის“ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებია.

გაზის გარეშეა დარჩენილი შემდეგი სოფლები:

გურჯაანის რაიონი - ჩუმლაყი, ახაშენი, ველისციხე, მუკუზანი, ვაზისუბანი, კალაური, ვაჩნაძიანი, კახიფარი, ვეჯინი, ქალაქი და სოფელი გურჯაანი, ძირკოკი, ჭანდარი, ზეგაანი, შაშიანი, ყიტაანი და კოლაგი;

ლაგოდეხის რაიონი - ჭაბუკიანი, გიორგეთი, ვერხვის მინდორი, აფენი, გვიმრიანი, ფოდაანი, ზემო და ქვემო ნაშოვარი, ბაღდათი, ონანაური, ქევხიანი, არეშფერანი, ხოშატიანი, ზემო და ქვემო ბოლქვი, ბებურიანი, მირსკისეული, აბაშისწყალი, ქალქვა-ნამესრალი, ლელიანი-შუა პლანი, ლაფნიანი, ფიჩხიბოგირი, გუჯარეთი, ქალაქი ლაგოდეხი, მაწიმი, რაჭისუბანი, შრომა, კავშირი, ნინიგორი, ცოდნისკარი, თელა, ჩადუნიანი, წიფლისწყარო, ვარდისუბანი, სვიდება, მშვიდობიანი, ჭიაური, წითელგორი, თამარიანი, ჰერეთისკარი, კართუბანი, კაბალი, ყარაჯალა, განჯალა, უზუნთალა;

ყვარლის რაიონი - გრემი, ენისელი, შილდა, გავაზი, სანავარდო, კუჭატანი, წიწკაანთსერი, ზინობიანი, ახალსოფელი, მთისძირი, საბუე და ქალაქი ყვარელი.

გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ინფორმაციით, ბუნებრივი გაზის მიწოდება 1-ელ სექტემბერს, 20:00 საათზე აღდგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]