weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სამი წელი ქვეყანაში აღარ გაიმართება არჩევნები და ხალხი დაისვენებს – პრემიერი

15:36 პარასკევი, 10 სექტემბერი 2021

„ჩვენს გუნდს და ჩვენს პარტიას დღეს ალტერნატივა არ ჰყავს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავიმარჯვებთ ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში, იმისთვის, რომ ქვეყანამ გააგრძელოს მშვიდი და სტაბილური განვითარება“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ყაზბეგში, ქართული ოცნებისმერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, 2 ოქტომბრის არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან ამომრჩეველი ირჩევს მათ, ვინც მოსახლეობას ადგილზე მოემსახურება, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კი ქვეყანაში არჩევნები აღარ გაიმართება. 

„ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ მომდევნო სამი წელი ქვეყანაში აღარ გაიმართება არჩევნები და ხალხი დაისვენებს და მართლა, ჩვენ ყველანი კონცენტრირებას მოვახდენთ საქმეზე, შრომასა და განვითარებაზე. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და ჩვენი მთავარი საქმე“, – განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორობის შუამავლობით, მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიერ 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, თუ 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მიიღებს პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს, 2022 წლის გაზაფხულზე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეთანხმება 28 ივლისს ანულირებულად გამოაცხადა იმ საბაბით, რომ მას მთავარი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ უერთდებოდა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ დოკუმენტს ხელი მხოლოდ 2 სექტემბერს მოაწერა. პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მმართველ პარტიას არ მისცემენ უფლებას, 43%-იანი ბარიერის შესახებ აღებულ ვალდებულებას გაექცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]