weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

სტუდენტების დაახლოებით 27-30%-ია აცრილი – გაბუნია

17:31 პარასკევი, 10 სექტემბერი 2021

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სტუდენტებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მაჩვენებლით გაკვირვებულია. მისი თქმით, ახალგაზრდებს უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი ვაქცინაციის შესახებ ინფორმაციაზე და შეეძლოთ, აცრის გადაწყვეტილება ადრე მიეღოთ.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტუდენტების ვაქცინაცია. გასაკვირია. ახალგაზრდები უფრო ადვილად იღებენ ინოვაციურ გადაწყვეტებს და მათთვის, ალბათ, საინტერესო უნდა ყოფილიყო ვაქცინაციის პროცესში ადრეული ჩართულობა, თუმცა არ არის მაღალი სტუდენტების ვაქცინაციის მაჩვენებელი. დაახლოებით 27-30%-ია ასაკობრივ ჯგუფში“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში ჩართვისას.

რაც შეეხება სკოლის პედაგოგების ვაქცინაციას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის შეფასებით, ეს მაჩვენებელი არ არის ცუდი: „დაახლოებით 50%-ს აღემატება. ერთხელ ვაქცინირებულები უფრო მეტი არიან. ზოგიერთ რეგიონში კიდევ უფრო უკეთესი მაჩვენებელია, რაც, ბუნებრივია, კარგია, მაგრამ საკამრისი არ არის, რადგან უმრავლესობა უნდა იყოს ვაქცინირებული იმისთვის, რომ ჩვენ ჩავთვალოთ, რომ სკოლა ან რომელიმე სხვა გარემო უსაფრთხოა“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 433 296 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 553 912 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 19.4%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]