weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ერაყში, სავარაუდოდ, ქართველებმა ოჯახიდან 2 600 000 დოლარი და 4 კგ ოქრო მოიპარეს

10:37 შაბათი, 11 სექტემბერი 2021

ერაყის ქურთისტანში, დაჰუკის პროვინციაში, ბიზნესმენის ოჯახიდან 2 600 000 დოლარი და 4 კილოგრამი ოქრო მოიპარეს. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, დანაშაულში ოთხი ადამიანი მონაწილეობდა. მათგან ორმა ძარცვა დაგეგმა, ორმა კი განახორციელა.

ქურდობა 3 სექტემბერს, პარასკევს, მაშინ მოხდა, როდესაც ოჯახის წევრები სახლში არ იმყოფებოდნენ. პოლიციის ინფორმაციით, მძარცველები სახლში შეუშვა ქალმა, რომელიც ოჯახში 5 თვის განმავლობაში დამლაგებლად მუშაობდა. მან მძარცველებს - ორ კაცს, გასაღები მისცა და მათთვის ფანჯარა ღია დატოვა. ოჯახი ფულს და ძვირფასეულობას სეიფში ინახავდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალი საქართველოდანაა, ისევე როგორც მისი თანამზრახველები.

„მეურნეობიდან სახლში დაბრუნების შემდეგ, დედაჩემმა კარებთან სამაჯური იპოვა. თქვა, რომ შესაძლოა მას დავარდნოდა. კარების გაღების შემდეგ საყურეც ნახა. ამის შემდეგ დავეჭვდით“, – ამბობს ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

ძარცვის შემდეგ დამლაგებელი ქალი გაუჩინარდა. მან ქურთისტანის დატოვება შეძლო, თუმცა ვერ მოახერხა ფულისა და ოქროს წაღება. მედიის ინოფორმაციით, პოლიციამ დაადგინა, რომ ის თურქეთში გადავიდა და თან 20 000 დოლარი წაიღო.

სამართალდამცველებმა ქალთან კავშირში მყოფი 20 ეჭვმიტანილიდან 3 დააკავა ძარცვის ბრალდებით. მათი მონაყოლის საფუძველზე კი ნაძარცვის დიდი ნაწილის პოვნა შეძლეს და ოჯახს დაუბრუნეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]