7-დღიანი ტესტდადებითობის მაჩვენებელი 7.48%-ია, ხოლო 14-დღიანი – 7.94%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1838 ახალი შემთხვევიდან თბილისში 675 შემთხვევაა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 257
აჭარა – 201
კახეთი – 206
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 198
ქვემო ქართლი – 97
გურია – 77
შიდა ქართლი – 72
სამცხე-ჯავახეთი – 26
მცხეთა-მთიანეთი – 22
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7
საქართვლოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი სულ 580 869 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან გამოჯანმრთელდა 541 610 ინფიცირებული, 8185 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, ქვეყანაში ინფიცირების 31 048 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 23 164 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
- 6194 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2570, აჭარაში – 719, იმერეთში – 1073. ამ ეტაპზე, 1429 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 ადამიანი, მათგან თბილისში – 212, აჭარაში – 37, იმერეთში – 25;
- 1690 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
მიმდინარე კვირის კოვიდსტატისტიკა ასეთია:
12 სექტემბერი – დაინფიცირდა 1838 ადამიანი, გარდაიცვალა 39
11 სექტემბერი – დაინფიცირდა 2533 ადამიანი, გარდაიცვალა 57
10 სექტემბერი – დაინფიცირდა 2262 ადამიანი, გარდაიცვალა 54
9 სექტემბერი – დაინფიცირდა 2455 ადამიანი, გარდაიცვალა 58
8 სექტემბერი – დაინფიცირდა 2571 ადამიანი, გარდაიცვალა 60
7 სექტემბერი – დაინფიცირდა 1965 ადამიანი, გარდაიცვალა 50
6 სექტემბერი – დაინფიცირდა 1120 ადამიანი, გარდაიცვალა 61