შემთხვევა დღეს მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს ჭრილობა ზურგის არეში მიაყენეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანა.
ბათუმის ბულვარში სამართალდამცველები მუშაობენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.