weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სრულად ვაქცინირებულია საჯარო სკოლების პერსონალის 33%

15:19 ორშაბათი, 13 სექტემბერი 2021

საქართველოს საჯარო სკოლების მთლიანი პერსონალის 55% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მინიმუმ ერთი დოზით არის აცრილი, ხოლო სრულად აცრილია 33%. ამის შესახებ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„პედაგოგების მინიმუმ ერთი აცრის საშუალო მაჩვენებელია 58%, საიდანაც სრულად აცრილია 36%. კერძო სკოლების პედაგოგებიდან მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 64%, სრულად აცრილია 44%, საიდანაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს თბილისში – 70%“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მზად არის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერი გააკეთოს, რათა ოქტომბერში სწავლა საკლასო ოთახებში აღდგეს.

„სასურველია, რომ სკოლებში მასწავლებლების და ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი იყოს 80%. როდესაც ვსაუბრობთ, რომ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, ასევე კეთილი ინებონ და ბავშვის ოჯახის თოთეული წევრი - მშობლები, ბებია-ბაბუა, თუ ერთად ცხოვრობენ, აუცილებლად უნდა იყვნენ აცრილები. ამ შემთხვევაში განიხილება სწვალის აღდგენა და აუცილებლად უნდა აღდგეს სწავლა კლასებში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, 15 სექტემბერს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში დაიწყება. საკლასო ოთახებში სწავლის აღდგენის თარიღად 4 ოქტომბერი განიხილება.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 17 192 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 7-დღიანი დადებითობის მაჩვენებელი 7.36%-ია, 14-დღიანი კი – 7.81%-ს. ამ ეტაპზე ქვეყანაში კორონავირუსის 27 595 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6186 ადამიანი საავადმყოფოში გადის მკურნალობას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]