weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

საქართველოში 138 ათასამდე სტუდენტია, სრულად აცრილია 17% – გამყრელიძე

16:16 ორშაბათი, 13 სექტემბერი 2021

„სამწუხაროდ, აცრის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გვაქვს სტუდენტებში. 138 ათასამდე სტუდენტია საქართველოში. ესენი არიან ბაკალავრები, მაგისტრები, დოქტორანტები და სრულად აცრილების საშუალო მაჩვენებელი გვაქვს 17%, რაც დაბალია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ.

ამავე დროს, სტუდენტების დაახლოებით 9.5%-ს გადატანილი აქვს კოვიდინფექცია. გამყრელიძემ სტუდენტებს მოუწოდა, ვაქცინაციის პროცესში გააქტიურდნენ, თუ დასწრებული სწავლება სურთ.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სტუდენტები, რომლებიც მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამების პრაქტიკულ ნაწილს გადიან არადისტანციურ რეჟიმში, მოეთხოვებათ წარადგინონ ვაქცინაციის ცნობა, ან საკუთარი ხარჯით კვირაში ერთხელ ჩატარებული PCR ტესტის პასუხი ან ექვსი თვის მანძილზე გადატანილი კოვიდის დამადასტურებელი ცნობა.

4 ოქტომბრამდე უმაღლეს სასწავლებლებში დაწყრებული სწვალების განახლება დამოუკიდებულია როგორც ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე, ისე ადმინისტრაციის, პროფესორებისა და სტუდენტების ვაქცინაციის მაჩვენებელზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]