weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მაღალია ალბათობა, რომ მოსმენები და პირად ცხოვრებაზე ინფორმაციის შეგროვება ხდება – ლომჯარია

18:23 ორშაბათი, 13 სექტემბერი 2021

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ძალიან მაღალია ალბათობა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტში სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში შედგენილი ფაილები გავრცელდა. უცნობია, ვინ გაავრცელა მასალები, ასევე დაუდგენელია მათი ავთენტურობა. სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, მასალები მოიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სატელეფონო საუბრებს (მათ შორის, ჟურნალისტებთან და პოლიტიკოსებთან) და მათი პირადი ცხოვრების დეტალებს.

„ეს ფაქტი არაა ჯერ გადამოწმებული და დაზუსტებული, თუმცა ამ ფაქტების ერთობლიობა და ინფორმაცია, რასაც სახალხო დამცველი საქმეების შესწავლის შედეგად იღებს, ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ძალიან მაღალია ალბათობა, რომ უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება.

არამხოლოდ წინასაარჩევნოდ, ზოგადად არის უკიდურესად სახიფათო პრაქტიკა და ასეთი რამ არ შეიძლება ხდებოდეს დემოკრატიულ ქვეყნებში. ეს არის ადამიანის უფლებების უკიდურესად უხეში დარღვევა და ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევა. ამაზე რეაგირებაა განსახორციელებელი. ასეთი პრაქტიკა უნდა შეწყდეს“, – განაცხადა სახალხო დამცველმა გავრცელებულ ფაილებთან დაკავშირებით.

ნინო ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის აპარატი აქამდეც საუბრობდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს შესაძლებლობა უკანონოდ ჩაერიოს მოქალაქეთა პირად ცხოვრებაში: „მოსმენების დღევანდელი მექანიზმი საკონსტიტუციო სასამართლოშიც გვაქვს გასაჩივრებული იმის გამო, რომ არ არსებობს სათანადო კონტროლი“, – აღნიშნა ლომჯარიამ.

დღეს გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს კომენტარი არ გაუკეთებიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]