weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მოსამართლე კობახიძემ „აიისას“ საქმეზე საპატრიარქოს კონსულტაცია გაუწია – ე.წ. სუს-ის ფაილები

14:09 ოთხშაბათი, 15 სექტემბერი 2021

ინტერნეტში გავრცელებული, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფარული ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლემ, მანანა კობახიძემ სასამართლოში პრეზერვატივების ბრენდ „აიისას“ საქმის არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს კონსულტაცია გაუწია.

სავარაუდოდ სუს-ის მასალებიდან ამონარიდი არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) მრჩეველმა და ყოფილმა თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ Facebook-ზე გაავრცელა. „აიისას“ დამფუძნებელს, მოსარჩელე ანი გაჩეჩილაძეს საკონსტიტუციო სასამართლოში GDI წარმოადგენს.

„პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძეს აცნობა, რომ საპატრიარქო თვალს ადევნებს პრეზერვატივ „აიისას“ საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესს. ამასთან, დაუშვებლად მიიჩნევს მასზე წმინდანებად შერაცხული დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის გამოსახვას და დაინტერესებულია, როგორ დაიცვას ეკლესიამ საკუთარი პოზიცია. მ. კობახიძის განცხადებით, პიროვნულად იზიარებს ეკლესიის პოზიციას, თუმცა ეთიკის ნორმიდან გამომდინარე საჯაროდ ამაზე ვერ ისაუბრებს. მოსამართლის თქმით, მოცემულ მომენტში სასამართლომ უნდა შეაფასოს რამდენად ჯდება ანი (ანანია) გაჩეჩილაძის (პ/ნ 01008046890) ქმედება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში და განიხილოს ამ უკანასკნელის წარდგენილი სარჩელი, რითაც ითხოვს ზნეობის სახელით დაკისრებული 500 ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას. მ. კობახიძემ გ. ზვიადაძეს განუცხადა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16 პრიმა მუხლის მიხედვით ე.წ. „სასამართლო მეგობრის“ სტატუსით, საპატრიარქოს ან არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც საქმის განხილვისას არ წარმოადგენს მხარეს, შეუძლია წერილობით მიმართ სასამართლოს და დააფიქსიროს საკუთარი აზრი, რომელიც სასამართლოს დაეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში. პროტოპრესვიტერმა მ. კობახიძეს კონსულტაციისთვის გადაუხადა მადლობა“, – ვკითხულობთ სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშიდან ამონარიდში.

მოსამართლე მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს იმ კოლეგიის შემადგენლობაშია, რომელიც საქმეს „ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ განიხილავს.

გიორგი მშვენიერაძემ საქართველოს კონსტიტუციის 65-ე მუხლიც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, „მოსამართლე თავის საქმიანობაში დამოუკიდებელია და ემორჩილება მხოლოდ კონსტიტუციასა და კანონს. რაიმე ზემოქმედება მოსამართლეზე ან ჩარევა მის საქმიანობაში გადაწყვეტილების მიღებაზე ზეგავლენის მიზნით აკრძალულია და ისჯება კანონით“.

13 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ ინტერნეტში, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად შედგენილი ფაილები გავრცელდა. უცნობია, ვინ გაავრცელა მასალები, ასევე დაუდგენელია მათი ავთენტურობა. სხვადასხვა მედიასაშუალების ინფორმაციით, მასალები მოიცავს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი იერარქიის სასულიერო პირების სატელეფონო საუბრებს და მათი პირადი ცხოვრების დეტალებს. ჟურნალისტებმა, პოლიტიკოსებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გავრცელებულ მასალებში საკუთარი თავი ამოიცნეს.

14 სექტემბერს, გავრცელებულ მასალებთან დაკავშირებით, პროკურატურამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დაიწყო, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

 

ამ თემაზე:

უნდა დაველოდოთ გამოძიებას – ღარიბაშვილი ე.წ. სუს-ის ფარულ ჩანაწერებზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]