weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქსტატი: 2021 წლის ექვს თვეში 21 839 ადამიანი დაიბადა, 25 821 კი გარდაიცვალა

15:59 ოთხშაბათი, 15 სექტემბერი 2021

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში, 2021 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 21 839 ბავშვი შეადგინა. ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 25 821 ადამიანი.

2021 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) – 3982 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი მხოლოდ ქვეყნის ორ რეგიონში დაფიქსირდა: აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (717) და ქვემო ქართლში (195).

2021 წლის 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 9163 და განქორწინების 4675 შემთხვევა. 

საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 46 520 ადამიანი შეადგინა. ამავე პერიოდში 50 537 ადამიანი გარდაიცვალა. ბუნებრივი მატება – 4017 ადამიანით განისაზღვრა. 2021 წლის დაზუსტებული მონაცემები 2022 წლის მარტის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]