სროლა, რომელსაც ნიკო კვარაცხელია ემსხვერპლა, გუშინ საღამოს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მას რამდენჯერმე იმ დროს ესროლეს, როდესაც ავტომობილში ჯდებოდა. თავდამსხმელი მიიმალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.
ნიკო კვარაცხელია ქართული სოციალური ქსელის, Feedc-ის დამფუძნებელი იყო.