weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფოთის საპატრულო პოლიციის უფოროსს ქალზე ძალადობასა და მუქარას ედავებიან

18:09 ხუთშაბათი, 16 სექტემბერი 2021

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ქალზე ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულ ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსს, თორნიკე იზორიას აღკვეთის ღონისძიების სახით 3000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია რეგინფოს ბრალდებულის ადვოკატმა, სოსო ჯალაღონიამ დაუდასტურა.

პროკურატურა 5000-ლარიან გირაოს ითხოვდა, თუმცა სასამართლომ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. იზორია თავს დამნაშავედ არ ცნობს.

როგორც ადვოკატი სოსო ჯალაღონია ამბობს, თორნიკე იზორიას ბრალი ყოფილი მეგობარი ქალის საჩივრის საფუძველზე, 14 სექტემბერს წარუდგინეს, გუშინ, 15 სექტემბერს კი სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელა. იზორია დაკავებული არ ყოფილა.

„ქალბატონი ამბობს, თითქოს, თორნიკე იზორიამ მასზე იძალადა და დაემუქრა 2019 წლის 16 სექტემბერს. მათ არანაირი ბიზნესპარტნიორობა არ აკავშირებდათ. მეგობრობდნენ და რაღაც მომენტში თორნიკე იზორია შეეცადა ამ მეგობრული ურთიერთობის გაწყვეტას, რაც ამ ქალბატონს არ აწყობდა, უნდოდა ურთიერთობის გაგრძელება. მისი მხრიდან იყო გარკვეული სახის მუქარები, რომ თუ გაწყვეტდა კავშირს, ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ჩაეძირა, ანანებდა, მაგრამ ორი წლის განმავლობაში არაფერი ყოფილა. ახლა შემოიტანა საჩივარი. იმედი გვაქვს, რომ ობიექტური გამოძიება ჩატარდება და გამამართლებელი განაჩენი დადგება“, – განაცხადა სოსო ჯალაღონიამ.

მისივე ინფორმაციით, სასამართლოზე პროკურატურას არ დაუყენებია თორნიკე იზორიას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობა, რადგან საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ არსებობს და მხოლოდ ეჭვია, რომ ბრალდებულმა დანაშაული ჩაიდინა: „ხვალ და ზეგ რა იქნება, არ ვიცით, მაგრამ ჯერჯერობით თანამდებობაზე მუშაობს“.

სავარაუდოდ ძალადობის მსხვერპლი ქალის ადვოკატმა, ლიკა ფანცულიამ „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ თორნიკე იზორია მის დაცვის ქვეშ მყოფზე წლების განმავლობაში, სისტემატურად ძალადობდა.

„თან ეს ხდებოდა არასრულწლოვნების თანდასწრებით, თუმცა, ამ ნაწილში არ აქვს ბრალი წაყენებული, ვინაიდან დაუზუსტდება დროთა განმავლობაში. გამოძიება არ არის დასრულებული, მიმდინარეობს გამოძიება. ემუქრებოდა იარაღით, სიცოცხლის მოსპობით“, – ამბობს ლიკა ფანცულია.

თორნიკე იზორიას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „გ“ და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ და სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 5 ნოემბრისთვის ჩაინიშნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]