weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

მაია რჩეულიშვილმა ციხე დატოვა

14:00 პარასკევი, 17 სექტემბერი 2021

კომპანია „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ დამფუძნებელმა მაია რჩეულიშვილმა რუსთავის ციხე თითქმის 4.5-წლიანი პატიმრობის შემდეგ, ვადაზე ადრე დატოვა. მსჯავრდებულსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა.

„პირველ რიგში, ყველას ვუხდი ბოდიშს, რომ ამდენი ხანი დაგვიანდა, მეორე - უდიდესი მადლობა მერიას, რომელიც გვერდში დაგვიდგა და მადლობა უფალს, რომ დამთავრდა.

ახლა ინვესტორებს გადაეცათ შპს-ები და დარწმუნებული ვარ, მერიის ზედამხედველობის ფარგლებში ყველაფერი კარგად დასრულდება. დასამთავრებელია ხუთი დიდი ობიექტი. დანარჩენ სარემონტო ობიექტებზე დამამთავრებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

საპროცესო შეთანხმება გაფორმდა მიონის ობიექტზე. მიონის ობიექტზე დამამთავრებელი სამუშაოები ახლა მიმდინარეობს“, – განაცხადა მაია რჩეულიშვილმა ჟურნალისტებთან.

2017 წლის 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მაია რჩეულიშვილსა და მის დას, რუსუდან კერვალიშვილს ექვსი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ისინი დამნაშავედ იქნენ ცნობილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლებასა და უკანონო მითვისებაში. „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე მსჯავრდებულებს სასჯელი 1/3-ით შეუმცირდათ და საბოლოოდ, 4 წლის ვადით პატიმრობა მისესაჯათ. რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო 5 თვის წინ დატოვა.

გარდა ამისა, 2019 წლის 10 აპრილს, „ცენტრ-პოინტის“ საქმის ე.წ. მიონის ეპიზოდზე, სასამართლომ მაია რჩეულიშვილში თაღლითობაში ცნო დამნაშავედ და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რაც შეეხება „ცენტრ პოინტი ჯგუფის“ კომპანიების დაუმთავრებელ მშენებლობებს, როგორც თბილისის მერმა კახა კალაძე განაცხადა, „6000-მდე ოჯახისთვის 20-წლიანი უიმედობის, წვალების პერიოდი დასრულდა“. კალაძის თქმით, მან ხელი მოაწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს კომპანიებთან, რომლებიც დაუმთავრებელ მშენებლობებს დაასრულებენ და არცერთი დაზარალებული არ დარჩება უბინაოდ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]