weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სვანეთში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო

12:36 პარასკევი, 01 სექტემბერი 2017
სვანეთში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო ფოტო © ნიკა ფალიანი

სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე მესტიაჭალა და მისი შენაკადები ადიდა. მესტიაში, ბეჩოში, ლენჯერსა და მულახში წაღებულია ხიდები. მესტიაში დაზიანდა წყალმომარაგების სისტემა. სტიქიის შედეგად გარესამყაროს მოწყდა მულახის თემში შემავალი სოფელი ჭალაში.

„წუხელ, გვიან ღამით ძლიერი წვიმა იყო, რასაც სეტყვაც დაერთო. ადიდებული მდინარეები და ღელეები გზებზე გადმოვიდა. მესტიაში წყლის მილები ამოიყარა. ბეჩოსა და ლენჯერში წყალმა თითო-თითო, ხოლო მულახში ორი ხიდი წაიღო და ორი მცხოვრების ეზოში გადავიდა. ამავე სოფელსა და კალა-იფარის მონაკვეთზე მოწყვეტის საფრთხე ემუქრება მაღალი ძაბვის გადამცემ ანძებს“, - უთხრა მესტიის გამგებელმა „რეგინფოს“.

სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის მესტიაში აღარ წვიმს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]