weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ცესკოში არჩევნებისთვის შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი დაიშალა

11:36 ორშაბათი, 20 სექტემბერი 2021

საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი, მისი შემადგენლობის 12-დან 5 წევრამდე შემცირების გამო, გაუქმდა. 13 აგვისტოს შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების შესახებ განკარგულება ცესკომ გუშინდელ სხდომაზე მიიღო.

„ეს იყო ის მნიშვნელოვანი მექნიზმი, რომელიც საარჩევნო რეფორმამ უზრუნველყო და სამუშაო ჯგუფს უნდა გაეწია სათანადო რეკომენდაციები ცესკოსთვის და ქვემდგომი კომისიებისთვის, თუმცა ჩვენ დავდექით იმ ფაქტის წინაშე, როდესაც გვიწევს ამ გადაწყვეტილებსის მიღება“, – განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა.

ამასთან, კალანდარიშვილმა არ განმარტა, რაში დაიხარჯა საკონსულტაციო ჯგუფისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფის თანამშრომელთა ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შემდეგი ოდენობებით იყო განსაზღვრული: სხდომის მდივანი (1 ერთეული) 1875 ლარი; მენეჯერი (1 ერთეული) 1875 ლარი; ტექნიკური პერსონალი (1 ერთეული) 1250 ლარი. 

საკონსულტაციო ჯგუფის მიუკერძოებლობასა და სანდოობას ეჭვეშ აყენებდა ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის“ განცხადებით, 19 აპრილის შეთანხმების (ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტის) მიხედვით, ჯგუფი კვალიფიციური, სანდო და მიუკერძოებელი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებით უნდა დაკომპლექტებულიყო, თუმცა, „ცესკოს ძალისხმევით ჯგუფი სრულად პროსამთავრობო, ცესკოს მიერ წლების განმავლობაში დაფინანსებული ორგანიზაციებით დაკომპლექტდა“.

სამოქალაქო საარჩევნო კომისიის კვლევის მიხედვით, საკონსულტაციო ჯგუფში მყოფმა 9 არასამთავრობო ორგანიზაციამ 2016-2020 წლებში ცესკოსგან 2 341 229 ლარის დაფინანსება მიიღო. კერძოდ, ცესკოს გრანტიორები არიან: 1. დემოკრატიული ცვლილებების ცენტრი; 2. დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრი; 3. კავშირი მწვანე დედამიწა; 4. კავშირი საერთო სამოქალაქო მოძრაობა მრავალფეროვანი საქართველო; 5. ინსტიტუციური განვითარებისა და მონიტორინგის ცენტრი; 6. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი; 7. ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისთვის; 8. ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია; 9. საქართველოს პროფესიული განათლებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირი

საკონსულტაციო ჯგუფი აგვისტოშივე დატოვა ორმა გავლენიანმა არასამთავრობო ორგანიზაციამ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ (TI Georgia) და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED).

საკონსულტაციო ჯგუფი საარჩევნო პერიოდით, არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრის შემადგენლობით იქმნება. მისი ძირითადი ფუნქციაა კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესზე დაკვირვება და რეკომენდაციების შემუშავება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]