weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

24 საათში 7000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც ძალიან საგანგაშოა – გაბუნია

14:17 ორშაბათი, 20 სექტემბერი 2021

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას შეფასებით, ვაქცინაციის დაბალი ტემპი, რაც ბოლო დღეებში შეინიშნება, ძალიან საგანგაშოა. გაბუნიას თქმით, განსაკუთრებით საყურადღებოა მაღალ ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინაციის მაჩვენებელი.

„ვაქცინაციის ტემპი ბოლო დღეებში შემცირდა. გუშინ, 24 საათის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და შესაძლოა, მეტ მოქალაქეს ჰქონოდა აცრის დრო, ასე არ მოხდა. 7000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც არის ძალიან საგანგაშო და მიუთითებს იმას, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის პროგრამის კიდევ მეტად სტიმულირება - იქნება ეს საინფორმაციო კამპანიის გაფართოება ოჯახის ექიმების მეტად აქტიური ჩართულობით თუ რაიმე სხვა გზით იმისთვის, რომ მაქსიმალურად გააქტიურდეს ვაქცინაციის პროგრამაში მოცვა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, „ვაქცინაციის მაღალი, 23 000-ზე ზემოთ მაჩვენებელები“ უფრო მეორე დოზებით მიიღწეოდა, ხოლო ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაციამ იკლო.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცმებით, გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 7720 ადამიანი აიცრა. ჯამში ქვეყანაში 707 563 ადამიანია სრულად ვაქცინირებული, რაც მოზრდილი მოსახლეობის 24.8%-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]