weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კორონავირუსის 2470 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 46 ადამიანი გარდაიცვალა

11:18 სამშაბათი, 21 სექტემბერი 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 34 250 ტესტის შედეგად, საქართველოში კორონავირუსი 2470 ადამიანს დაუდასტურდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 2243 ინფიცირებული, 46 კი გარდაიცვალა.

ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 7.21%-ია, ბოლო 14 დღის მაჩვენებელი 7.06%-ს შეადგენს, ხოლო ბოლო 7 დღის – 6.65%-ს.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2470 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 705 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 492

კახეთი – 319

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 270

ქვემო ქართლი – 181

შიდა ქართლი – 161

აჭარა – 149

მცხეთა-მთიანეთი – 63

სამცხე-ჯავახეთი – 60

გურია – 48

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 22

საქართველოში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსი სულ 598 396 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 565 773 გამოჯანმრთელდა, 8621 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 23 976, საიდანაც:

  • 17 749 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 5231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2007, აჭარაში - 568, იმერეთში - 1028. 1199 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 310 პაციენტი, მათგან თბილისში - 195, აჭარაში - 15, იმერეთში - 29.
  • 996 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]