weather cur horoscope tv
ოქტომბერი 20, 2021

შეიძლება პარლამენტში კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო – კუჭავა ე.წ. სუს-ის ფაილებზე

14:52 სამშაბათი, 21 სექტემბერი 2021 hits 148

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილ ფაილებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ საკითხზე პარლამენტში სხდომა აუცილებლად უნდა ჩატარდეს.

„ეს საკითხი არ შეიძლება იქნეს ესე უბრალოდ დახურული, თუნდაც პოლიტიკურად, წინასაარჩევნოდ იყენებს ბევრი. ჩემი აზრით, მარტო სესიაც არ იქნება საკმარისი და შეიძლება, საგამოძიებო კომისიის შექმნაც გახდეს საჭირო, სადაც ოპოზიცია და მმართველი გუნდი ერთად მიიღებენ მონაწილეობას“, – განაცხადა კუჭავამ.

რაც შეეხება სხდომის ჩატარების დროს, როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, არჩევნებამდე, ზოგადად, რიგგარეშე სხდომები არ ტარდება: „ეს სხდომა აუცილებლად ჩატარდება როგორც კი არჩევნები დასრულდება. სხდომის მოწვევა შეუძლია დეპუტატთა 1/4-ს. თვითონ ოპოზიციაც კი ვერ აგროვებს საკმარის ხმებს, რომ ეს სხდომა მოიწვიოს, რაც, პირველ რიგში, იმას მიუთითებს, რომ ძირითადად ყველა ჩართულია წინასაარჩევნო მარათონში, რეგიონებში არიან დეპუტატები“.

კუჭავას თქმით, „თუ უკანონო მოსმენაა, ეს არის ყოვლად მიუღებელი, შესაბამისი რეაგირება უნდა მოჰყვეს ამას არ აქვს მნიშვნელობა, ვისი მოსმენა ხდება“.

13 სექტემბერს ინტერნეტში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონილი, უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის შედეგად შედგენილი ფაილები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ფაილებში მოცემული ინფორმაცია ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირების პირად ცხოვრებას, მათ საუბრებს პოლიტიკოსებთან, ჟურნალისტებთან, მოსამართლეებთან. ფარულ ჩანაწერებში ფიგურირებენ უცხო ქვეყნების საელჩოების თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ადვოკატები.

გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა დადგენილი არ არის, თუმცა ჩანაწერებში მოცემული ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურა არაერთმა ადამიანმა, მათ შორის, საქართველოს სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარიას თქმით, გავრცელებული დოკუმენტები ადასტურებს, რომ ქვეყანაში ტოტალური მოსმენებია.

ამ საკითხზე პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]com