„ეს ხდება ჩოლოყაშვილის ქუჩაზე. ჩაკეტილია სულაბერიძის ქუჩაზე სანიაღვრე სისტემა, სადაც მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები დატბორილია თითქმის ყველგან. ვითხოვთ დახმარებას შესაბამისი სამსახურებიდან. არავინ არ ჩანს“, – წერს Facebook-ში ია ბასილიძე და დატბორილი ქუჩების ვიდეოებს ავრცელებს.
აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, დაზიანებულია ეზოებში გაჩერებული ავტომობილები და გართულებეულია გადაადგილება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22-24 სექტემბერს, საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.
„24 სექტემბერს მნიშვნელოვნად დაიკლებს ჰაერის ტემპერატურა, მაღალმთიან ზონაში ზოგან შესაძლოა თოვლი აღინიშნოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.
ამ თემაზე: