ზღვაზე ღელვა 4 ბალს შეადგენს და საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული. სანაპირო ზოლში წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ბანაობა აკრძალულია.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ საშტორმო მდგომარეობა გუშინ გამოაცხადა. სააგენტოს ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში მაშველებმა ფოთსა და ურეკში 12 მოქალაქე გადაარჩინეს. მათ შორის 7 უცხო ქვეყნის მოქალაქეა.