weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კორონავირუსის 1653 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 47 ადამიანი

11:23 ხუთშაბათი, 23 სექტემბერი 2021

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ჩატარებული 28 553 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 1653 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2646 ადამიანი, 47 – გარდაიცვალა.

ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 5.79 %-ია, ბოლო 14 დღის – 6.85%, ხოლო ბოლო 7 დღის – 6.44%.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1653 ახალი შემთხვევიდან 559 თბილისშია გამოვლენილი, რეგიონების მიხედვით კი ასეთი მონაცემებია:

კახეთი – 241

იმერეთი – 227

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 180

შიდა ქართლი – 117

ქვემო ქართლი – 116

აჭარა – 100

მცხეთა-მთიანეთი – 43

გურია – 35

სამცხე-ჯავახეთი – 29

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6

საქართველოში „კოვიდ 19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსი სულ 602 065 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 570 443 გამოჯანმრთელდა, 8711 კი გარდაიცვალა. ამ ეტაპზე ინფიცირების 22 885 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 17 040 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე;
  • 4915 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 842, აჭარაში – 503, იმერეთში – 962; ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1138 პირი, მათ შორის, თბილისში – 427, აჭარაში – 127, იმერეთში – 315. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 305 პირი, მათგან თბილისში – 182, აჭარაში – 27, იმერეთში – 28.
  • 930 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

22 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 12 948 აცრა ჩატარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]