weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გარდაბნის სოფელ მარტყოფის საზოგადოებრივი ცენტრი სავარაუდოდ ააფეთქეს

13:11 ხუთშაბათი, 23 სექტემბერი 2021
tv4.ge-ის ფოტო tv4.ge-ის ფოტო

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრის შენობაში, სავარაუდოდ ძარცვის მიზნით, წუხელ აფეთქება მოხდა. დაწესებულებაში ბანკომატებია განთავსებული.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]