weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქუთაისიდან ბარსელონის, ბერლინისა და ვენის მიმართულებით ფრენები განახლდება

13:56 ხუთშაბათი, 23 სექტემბერი 2021

ზამთრის სანავიგაციო სეზონზე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული რეისები სამი ქალაქის – ბარსელონის, ბერლინისა და ვენის მიმართულებით განახლდება. ფრენებს უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი შეასრულებს.

საქართველოსა და ესპანეთს შორის პირდაპირი რეგულარული რეისები პანდემიის დაწყებისას შეწყდა და 31 ოქტომბრიდან, პირველ ეტაპზე, კვირაში ერთი სიხშირით კვლავ განახლდება. 2 ნოემბრიდან ვენის მიმართულებას ფრენები კვირაში ორჯერ შესრულდება, ხოლო ბერლინის მიმართულებით – ერთხელ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, პირველად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის არსებობის განმავლობაში, ახლო აღმოსავლეთში რეგულარული პირდაპირი რეისებით მოხვედრა იქნება შესაძლებელი. კერძოდ, 16 დეკემბრიდან, Wizz Air Abu Dhabi კვირაში ორი სიხშირით აბუ-დაბის მიმართულებით იფრენს.

როგორც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, Wizz Air-ს საქართველოს ბაზარზე გრძელვადიანი გეგმები აქვს და ახალი მიმართულებები და სიხშირეები ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით დაემატება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]