weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ვაქცინებს, რაც ბევრი ქვეყნისთვის სანატრელია, ჩვენი მოსახლეობა არ იყენებს – იმნაძე

14:30 ხუთშაბათი, 23 სექტემბერი 2021

„გულსატკენია ის, რომ ვაქცინები, რაც ბევრი ქვეყნისთვის სანატრელია, გვაქვს და ამას ჩვენი მოსახლეობა არ იყენებს“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ განაცხადა.

პაატა იმნაძე მიიჩნევს, რომ თუ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60% იქნება აცრილი, „არ გვექნება ძალიან მძიმე ზამთარი“.

„რაც დაგეგმილი გვქონდა, იმის მეოთხედია აცრილი. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ახალი ტალღა წამოვა, ჩვენ ისევ გვექნება არა მარტო ძალიან მაღალი ავადობა, არამედ, რაც მთავარია, ძალიან მაღალი სიკვდილიანობა.

ისრაელში, 100 000 მოსახლეზე ჩვენზე გაცილებით მაღალი ავადობაა, მაგრამ სიკვდილიანობა არის ჩვენზე 10-ჯერ ნაკლები. დღეს ეს არის გადამწყვეტი: ვიქნებით აცრილი? - არ იქნება სიკვდილიანობა. არ ვიქნებით აცრილი? - სამწუხაროდ, ჩვენ იგივე დღეები მოგველის, რაც დღესაც არის და რაც იყო კიდევ უფრო კატასტროფული აგვისტოში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგოდ 1 700 895 აცრაა. სრულად (ორივე დოზით) ვაქცინირებულია 740 814 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 25.9%-ია.

გუშინ, 22 სექტემბერს 12 948 ადამიანი აიცრა, 21 სექტემბერს – 13 962 ადამიანი, 20 სექტემბერს – 15 096, 19 სექტემბერს – 7720.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]