weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თიანეთში მკვლელობის ბრალდებით 26 წლის მამაკაცი დააკავეს

11:41 პარასკევი, 24 სექტემბერი 2021

თიანეთში 62 წლის მამაკაცი მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცველებმა 1995 წელს დაბადებული ბ.ხ. დააკავეს. შემთხვევა ფერმაში მოხდა. მოკლული და სავარაუდო დამნაშავე ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანიდან არიან. 

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 1959 წელს დაბადებულ კ.ჩ.-ს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

„სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს“, – აცხადებენ შსს-ში.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]