weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კორონავირუსით 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

13:54 პარასკევი, 24 სექტემბერი 2021

თბილისში, კორონავირუსით 26 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია „რეგინფოს“ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში დაუდასტურეს.

კოტე ლოლაშვილი დედოფლისწყაროდან იყო. როგორც ადგილობრივ საავადმყოფოში აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს ორი დღე მკურნალობდნენ, რის შემდეგაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმის ინფორმაციით, ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საავადმყოფოში შეყვანის დროს მძიმე იყო.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 1698 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 38 ადამიანი კი გარდაიცვალა. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში ინფიცირების 22 635 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 4810 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1087 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 306 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]