„სატვირთო ავტომანქანაზე ძარა იყო დამაგრებული და რთვლისთვის ამზადებდნენ. შეკეთების დროს ცეცხლი მოეკიდა, რის შედეგადაც გაზის ბალონები აფეთქდა. მთლიანად დაიწვა სათავსო, სადაც ადგილობრივები თივის ტუკებს ინახავდნენ. ძლიერი ხანძარი იყო და ცეცხლის სოფელში გავრცელების საფრთხე არსებობდა. ზარალი საკმაოდ დიდია“, - უთხრა „რეგინფოს“ იოსებ ჯავახიშვილმა.
ხანძარი სამმა სახანძრო-სამაშველო ბრიგადამ ჩააქრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.