weather cur horoscope tv
ივლისი 03, 2026
×

შეტყობინება

Failed loading XML...

საგარეჯოში ვენახები დაისეტყვა

15:27 პარასკევი, 24 სექტემბერი 2021

საგარეჯოში, სოფელ ხაშმში ძლიერმა სეტყვამ მევენახეები დააზარალა. მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ერბოწონაშვილის ინფორმაციით, დასეტყვილია 6-დან 8 ჰექტარამდე ვენახები. როგორც ერბოწონაშვილმა „რეგინფოს“ განუცხადა, დასეტყვილ ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებს.

ზოგიერთი მევენახის თქმით, გუშინ მოსული ძლიერი სეტყვის შედეგად, ყურძნის მოსავალი 100%-ით განადგურდა.

„არ მახსოვს ასეთი სეტყვა ყოფილიყოს. მოვიდა მშრალად და მას შემდეგ წვიმს. მარცვალი მთლიანად გახეთქილია, სანამ დავკრეფ, ჩალპება. აღარ ვარგა“, – განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა მედიასთან.

ვენახების გარდა, სეტყვამ საგარეჯოს რაიონში, კერძოდ, სოფელ უჯარმაში საცხოვრებელი სახლების სახურავებიც დააზიანა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს, 24 სექტემბერს, საქართველოში შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. 25-26 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს და დროგამოშვებით იწვიმებს. 27 სექტემბერს გამოიდარებს და +20, +25 გრადუსამდე დათბება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით.

 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]