weather cur horoscope tv
ოქტომბერი 20, 2021

თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ სწავლა დათქმულ დროს დაიწყება – ტიკარაძე

16:42 პარასკევი, 24 სექტემბერი 2021 hits 212

„დადებითობის მაჩვენებელი რეგიონების მიხედვით არაერთგვაროვანია, თუმცა ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს განათლების სამინისტროსთან ერთად. ჩვენ თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ სწავლა დათქმულ დროს დაიწყება“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, 4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში სწავლა განახლდება მხოლოდ იმ ქალაქსა თუ სოფელში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი 4%-ზე ნაკლები იქნება.

„4 ოქტომბრიდან საკლასო ოთახებში სწავლის განახლების შემთხვევაში, მშობელს ექნება საშუალება, აირჩიოს, სურს თუ არა კვლავ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელება“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

24 სექტემბერს, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 25 692 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 1698 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირების 518 ახალი შემთხვევა გამოვლინდა თბილისში, 120 – აჭარაში, 325 – იმერეთში, 250 – კახეთში, 190 – სამეგრელო-ზემო სვანეთში, 92 – ქვემო ქართლში, 72 – შიდა ქართლში, 52 – გურიაში,  45 – სამცხე-ჯავახეთში, 21 – მცხეთა-მთიანეთში, 13 კი რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. საქართველოს მასშტაბით დღიური ტესტდადებითობის მაჩვენებელი 6.61%-ია, ხოლო ბოლო ერთი კვირის მაჩვენებელი 6.46%-ს შეადგენს.

მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში დაიწყო. გამონაკლისი შეეხოთ პირველკლასელებს – მათთვის სწავლის დაწყების თარიღად 15 სექტემბრის ნაცვლად 4 ოქტომბერი განისაზღვრა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]