weather cur horoscope tv
ოქტომბერი 10, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

კესელოს ციხე-სოფლის 4-სართულიანი კოშკი ჩამოინგრა

18:16 პარასკევი, 24 სექტემბერი 2021

თუშეთში მდებარე კესელოს ციხე-სოფლის კომპლექსის 4-სართულიანი კოშკი ჩამოინგრა. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ნგრევა სავარაუდოდ ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ეთნოგრაფ ნუგზარ იდოიძის ინფორმაციით, კოშკს რეაბილიტაცია 2011 წელს ჩაუტარდა.  

„ამ კოშკს მაინც ახალი კოშკის რეპუტაცია აქვს. ძველი კოშკები უკვე დამჯდარია, ახალ კოშკებს დრო უნდა რომ დაჯდეს. მშრალი წყობით, სიპი ქვით არის აშენებული და სიმძიმისგან უნდა დაჯდნენ. ეს კოშკი 2011 წელს სასწრაფოდ აშენდა, როგორც დართლოს რეაბილიტაციის პროექტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. იმავე წელს ძლიერი მიწისძვრა იყო. შეიძლება ამანაც დაასუსტა. წელსაც იყო მიწისძვრა. ერთხელ მეხი დაეცა სამსართულიან კოშკს, სადაც მუზეუმია, გუშინაც განუწყვეტელი მეხთაცემა იყო. უნდა გავიგოთ მეხი იყო, თუ ეს ძლიერი წვიმები და თანმხლები ჭექაქუხილი ჩამონგრევის მიზეზი. არ ვიცი, როგორ შეძლებენ მიხედვას. მთაში ასასვლელი გზები წაღებულია“, – განაცხადა „რეგინფოსთან“ ნუგზარ იდოიძემ.

ეთნოგრაფის თქმით, კესელოს კოშკების სტრუქტურები მე-5 – მე-16 საუკუნეებიდან შენდებოდა. როგორც ნუგზარ იდოიძე ამბობს, ჩამონგრეული კოშკის რეაბილიტაცია შესაძლებელი იქნება. 

თუშეთთან დამაკავშირებელი ერთადერთ საავტომობილო გზაზე რამდენიმე ადგილზე მეწყერია ჩამოსული. არსებული ინფორმაციით, წაღებულია რამდენიმეკილომეტრიანი მონაკვეთები, რის გამოც მთაში ავტომობილით ასვლა უახლოესი დღეების განმავლობაში შეუძლებელი იქნება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოში შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. 25-26 სექტემბერს ჰაერის ტემპერატურა +17, +22 გრადუსამდე მოიმატებს და დროგამოშვებით იწვიმებს. 27 სექტემბერს გამოიდარებს და +20, +25 გრადუსამდე დათბება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]