weather cur horoscope tv
ოქტომბერი 20, 2021

ვოცნებობდით სექტემბერში მილიონ აცრაზე, მაგრამ, როგოც ჩანს, არ გამოდის – გამყრელიძე

20:04 პარასკევი, 24 სექტემბერი 2021 hits 259

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესით უკმაყოფილოა. მისი თქმით, 16 სექტემბრიდან ქვეყანაში აცრის მაჩვენებელი თანდათან იკლებს.

„აგვისტო გვქონდა კარგი, დღეში 23 000 აცრა გვქონდა. მთლიანად აგვისტოში 715 000 აცრა ჩატარდა. სექტემბრის 16 რიცხვამდე მოვდიოდით ასევე კარგი მაჩვენებლით. დღეში 24 000 აცრა გვქონდა. ძალიან გვინდოდა, რომ სექტემბერში კიდევ მეტი ყოფილიყო, ვიდრე აგვისტოში, ანუ სადღაც ავსულიყავით, 800 000-900 000-ზე და ვოცნებობდით მილიონზე, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ გამოდის“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, ვაქცინაციის კლებას ბევრი მიზეზი აქვთ, რომელთა შორის მოსახლეობასთან კომუნიკაციის ნაკლებობაც არის.

„მოსახლეობას კომუნიკაციას კიდევ ვაკლებთ, ანუ მოსახლეობას მეტად უნდა მივუტანოთ ადგილზე ინფორმაცია. მივიდეთ თითოეულ სოფელში, დასახლებულ პუნქტში და დავარწმუნოთ, რომ ეს არის დიდი სიკეთე“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

დღეის მონაცემებით, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის მხოლოდ 26%-ია სრულად ვაქცინირებული. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, წლის ბოლომდე სულ მცირე 60% უნდა აიცრას.

„60%-ც აღარ არის საკმარისი, რადგან „დელტა“ ისეთი ვერაგული გამოდგა, რომ აუცილებელია უფრო მეტის აცრა. ქვეყანაში ვაქცინების მარაგი საკმარისია. დღეს მარტო „ფაიზერის“ 600 000-მდე ვაქცინაა, რომელიც 300 000 ადამიანის აცრისთვის არის საკმარისი. ამასთან, ქვეყანა მუშაობს, რომ „ფაიზერი“ დამატებით შემოიტანოს. ასევე, საკმარისი რაოდენობით არის „სინოფარმი“ და „სინოვაკი“, რომლებიც პოპულარობით სარგებლობენ მოსახლეობაში. დღეს ყველაზე პოპულარულია „ფაიზერი“, შემდეგ მოდის „სინოფარმი“ და „სინოვაკი“. აქტიური ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 1698 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 38 ადამიანი კი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ინფიცირების 22 635 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 4810 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. 1087 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 306 პირი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]